ახალი ამბები
ზუგდიდის იუსტიციის სახლთან "მწვანე პასპორტის" მისაღებად რიგია
იუსტიციის სახლთან ე.წ მწვანე პასპორტის მისაღებად დილიდან მოქალაქეთა რიგებია. მათი უმრავლესობა კოვიდგადატანილია და შესაბამისი საბუთის მიღებას ელოდება.

ინფორმაციისთვის, ხვალიდან საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის "მწვანე პასპორტით" სარგებლობა რიგ დაწესებულებებში სავალდებულო ხდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი "პისიარ"-ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

"მწვანე პასპორტის" მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე covidpass.moh.gov.ge ან აპლიკაციის მეშვეობით.  Georgia e-health-ის გადმოწერა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ლინკებიდან:

iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048

Android https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth


მათთვის ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.
Print