ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 143 შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 611 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 143-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით დაავადებას კიდევ ერთი პირი ემსხვერპლა. 74 წლის ქალი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში Covid 19-ით ინფიცირებული 223 პაციენტი მკურნალობს, მათგან 51-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 080 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 26 795 პირი, გარდაიცვალა 528 ადამიანი.
Print