ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 302 ახალი შემთხვევაა
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 302 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 857 933-ს. განიკურნა კიდევ 3 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 799 850-მდე.

ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების 45 799 მიმდინარე აქტიური შემთხვევა. 6 550 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, 470 სამეგრელოს კოვიდცენტრებში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 258 პირი ემსხვერპლა.
Print