ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 463 პირი გამოიკვლიეს და მათგან 127-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად, 2 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 80 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა - 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 20, გაგრის კლინიკაში – 20, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 15 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 24 პირი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 35 953 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა - 539, გამოჯანმრთელდა - 28 950 პირი.

Print