ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 119 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263-მდე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 სამეგრელოში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 12 777 პირი ემსხვერპლა.
Print