ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა, 177 დაინფიცირდა
ბოლო 2 დღის განმავლობაში აფხაზეთის მასშტაბით 735 ადამიანი გამოიკვლიეს და კორონავირუსი 177 მათგანს დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დე ფაქტო რესპუბლიკის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 188 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, 71 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, სოხუმში, სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილი რუსული საველე ჰოსპიტალიდან უკვე გაეწერა ყველა პაციენტი. 

გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ბოლო 48 საათში გარდაიცვალა კიდევ 4 პირი, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 48 წლისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსს 1 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში COVID-19 სულ 36 354 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 29 102, ხოლო გარდაიცვალა 544 პირი.


Print