ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, 109 კი დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 511 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 109-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 192 პირი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 64 პაციენტი.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული, 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში COVID 19-ით ინფიცირების 37 147 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 29 549, ხოლო გარდაიცვალა 551 ადამიანი.
Print