ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა დაადასტურა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 397 ადამიანი გამოიკვლიეს და 80 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 176 პაციენტი მკურნალობს, მათგან 58- ის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 სულ 37315 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 29608 , ხოლო გარდაიცვალა 551 პირი.

16 დეკემბერს სოხუმი რუსეთის მრავალპროფილურმა მობილურმა ჰოსპიტალმა დატოვა. პანდემიის პერიოდში სამხედრო საველე ჰოსპიტალი ორჯერ მოეწყო ქალაქში და მოქმედებდა 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 13 დეკემბრამდე, მანამდე კი 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე.

"ჯანდაცვის მინისტრის" ედუარდ ბუთბას განცხადებით, რუსული საველე ჰოსპიტალის  გასვლის შემდეგ, ადგილობრივ მედიკოსებს ისევ სრული დატვირთვით უწევთ მუშაობა. 

აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ტყვარჩელში 20 დეკემბრამდე კარანტინი იყო გამოცხადებული. 

Print