ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა
​ბოლო 24 საათის განმავლობაში რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ორი, 69 და 72 წლის მამაკაცები ზუგდიდიდან არიან, 76 წლის ქალი ჩხოროწყუს, ხოლო 81 წლის ქალი ხობის მკვიდრია. 

დღეის მონაცემებით, რუხში მკურნალობას 122 ადამიანი აგრძელებს, მათგან 26 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
Print