ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 40 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 938 583-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948-მდე. 

ამ ეტაპზე ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 21 667 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 446 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 13 942 პირი ემსხვერპლა.
Print