ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გამოკვლეული 697 ადამიანიდან 140-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, ბოლო 4 დღეში გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 67, 78 და 87 წლის ქალები და 74 წლის მამაკაცი. ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 138 პირი მკურნალობს, მათგან 47-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა კოვიდინფიცირების 38 007 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 30 378, ხოლო გარდაიცვალა 561 ადამიანი.
Print