ახალი ამბები
სამეგრელოს კლინიკებში 281 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში 281 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან 18 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 160 პირი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
Print