ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ჩხოროწყუს მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი ჩხოროწყუს მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ამ ეტაპზე 70 კოვიდინფიცირებული გადის, 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში საერთო ჯამში 281 პირი მკურნალობს. ​საკარანტინე სივრცეში ვირუსით ინფიცირებული 18 მოქალაქე იმყოფება.

დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print