ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი 84 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო აფხაზეთში 435 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 84-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებულ კოვიდკლინიკებში 142 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 38 პაციენტი. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში COVID 19-ით ინფიცირების 38 150 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 30 723, გარდაიცვალა 561 ადამიანი.
Print