ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში​ კორონავირუსი კიდევ 126 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 126 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 962 827-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 1 085 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 913 528-მდე. 

დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 35 363 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 409 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 218 პირი ემსხვერპლა.
Print