ახალი ამბები
აფხაზეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 543 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 121 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 - გუდაუთის კლინიკაში, 1 კი სოხუმის ინფექციურში გადიოდა მკურნალობის კურსს.

აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 158 პაციენტი მკურნალობს, მათგან 52 მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში ჩოვიდ 19 სულ 38565 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 31932, გარდაიცვალა- 566 პირი.




Print