ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 274 ადამიანი მკურნალობს
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 274 ადამიანი მკურნალობს. ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მძიმეა რუხის კლინიკის 12 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარანტინში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე რჩება.

რეგიონის მასშტაბით კიდევ 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Print