ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში​ კორონავირუსის 226 შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 226​ ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 979 235-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 3 044 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 922 411-მდე. 

დღეისთვის ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მიმდინარე 42 439 აქტიური შემთხვევა, საიდანაც 4 436 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 274 სამეგრელოს კოვიდკლინიკებში. თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 359 პირი ემსხვერპლა.
Print