ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 53 წლის მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.

ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 274 პაციენტი მკურნალობს, ისევ მძიმეა 13 პირის მდგომარეობა. საკარანტინე სივრცეში 18 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეულ კიდევ 199 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსისგან 140 პირი გამოჯანმრთელდა.
Print