ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. 50 წლის ქალი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი, ხოლო 75 წლის ქალი წალენჯიხის მკვიდრია.

ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 321 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 17 პირის მდგომარეობა. საკარანტინე სივრცეში 12 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეულ კიდევ 344 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსისგან 178 პირი გამოჯანმრთელდა.


Print