ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 538 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში 1036 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 538 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, 80 წლის მამაკაცი და 65 წლის მამაკაცი. ისინი გუდაუთისა და სოხუმის საავადმყოფოებში მკურნალობდნენ.

აფხაზეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 162 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 49 მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid 19 - ით ინფიცირების 40398 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 35202, გარდაიცვალა 587 ადამიანი.



Print