ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, 583 დაინფიცირდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 1 107 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 57 წლის ქალი გარდაიცვალა, ხოლო სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 66 წლის ქალი.

აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 156 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 41 458 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 35 765 პირი, გარდაიცვალა 590 ადამიანი.
Print