ახალი ამბები
სოხუმის ყველა სკოლა 4 თებერვლამდე დაიხურა
27 იანვრიდან 4 თებერვლამდე სოხუმის ყველა სკოლა, გაუარესებული ეპიდვითარების გამო, კარანტინში გადადის. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის მინისტრმა ინალ გაბლიამ "აფსნიპრესს" განუცხადა.

მისივე თქმით, რესპუბლიკაში კორონავირუსით საერთო ჯამში 83 მასწავლებელი და 150 ბავშვია დაინფიცირებული. მან განაცხადა, რომ თუ პედაგოგებს მუშაობა სურთ, უნდა აიცრან და მათ ვაქცინაციისთვის ორ კვირას მისცემენ.

აფხაზეთში მსურველებს რუსული ვაქცინა "სპუტნიკით " ცრიან. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 26 იანვრის მდგომარეობით აცრილია 16 622 ადამიანი.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია გაგრის სკოლებშიც. ასევე დაიხურა შეზღუდვები 1 თებერვლამდე იმოქმედებს.
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 583 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა.

აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 156 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19 – ის 41 458 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 35 765 პირი, გარდაიცვალა 590 ადამიანი.






Print