ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 607 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 1 169 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 607 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 164 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 42 065 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 36 063 პირი, გარდაიცვალა 590 ადამიანი.
Print