ახალი ამბები
კორონავირუსის 640 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 503 პირი. 640 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში.

დაავადებას კიდევ 35 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 14 980 პირი გარდაიცვალა.

ინფიცირების მიმდინარე 151 139 აქტიური შემთხვევიდან 5 433 საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
Print