ახალი ამბები
ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი - კოვიდვითარება ზუგდიდსა და რეგიონში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ბოლო მონაცემებით რეგიონში კორონავირუსის 8 834 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 2 869  ზუგდიდში. ამავე ცნობით, დეკემბერთან შედარებით, იანვარში დაავადებულთა რიცხი გაორმაგდა. 

ზუგდიდში, ბოლო 2 დღეში, ინფიცირების 1 200-მდე შემთხვევა დადასტურდა, რეგიონის მასშტაბით კი ეს რიცხვი 3000-ს აღემატება. 

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სულ 186 444 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 39.1%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფოთსა (48.1%) და ზუგდიდშია (45.6%) რეგისტრირებული. ბუსტერ დოზა ამ ეტაპისთვის 6 916 ადამიანს აქვს გაკეთებული. აცრის გაკეთება რეგიონში 30-ზე მეტ დაწესებულებაშია შესაძლებელი, ასევე მუშაობენ მობილური ბრიგადები.

იანვრის განმავლობაში სამეგრელოს მასშტაბით 60 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 13 ზუგდიდის მკვიდრია.
Print