ახალი ამბები
კოვიდინფიცირების 1 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 594 ადამიანი. სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 1 611 პირს დაუდასტურდა.

დაავადებას საქართველოში კიდევ 33 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 15 174 ადამიანი გარდაიცვალა.

მიმდინარე  აქტიური 208 745 შემთხვევიდან 5 840 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
Print