ახალი ამბები
კიდევ 500 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  კიდევ 17 130 პირი, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 500 პირს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების 204 345 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 5 947 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, 196 472 კი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Print