ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 354 დაინფიცირდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 720 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 354 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 89 და 64 წლის ქალები გარდაიცვალა.

აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 164 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 47 205 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 39 003, ხოლო გარდაიცვალა 607 ადამიანი.
Print