ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 370 ადამიანი მკურნალობს, რეგიონში ინფიცირების 1500-მდე ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კოვიდინფექცია კიდევ 1 496 პირს დაუდასტურდა, ხოლო 605 პირი გამოჯანმრთელდა. რეგიონის საკარანტინე სივრცეში 32 ინფიცირებული მოქალაქე იმყოფება. 

სამეგრელოს კოვიდკლინიკებში სულ 370 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მოთავსებული 7, ფოთის "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის მდგომარეობა. 

საქართველოში ვირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა.
Print