ახალი ამბები
სოხუმმა რუსული "სპუტნიკ ლაითის" მორიგი პარტია მიიღო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ ლაითის" 3 000 დოზა შემოიტანა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეპარატი დღეიდან გადანაწილდება იმუნიზაციის ცენტრებში, პირველ რიგში - რევაქცინაციისთვის.

მოქალაქეებს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სოხუმის საქალაქო კლინიკაში, ასევე რაიონების სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში რუსული ვაქცინებით სულ 6 929 ადამიანი აიცრა.
Print