ახალი ამბები
აფხაზეთში კოვიდინფიცირების 357 ახალი შემთხვევაა, კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 593 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა - 70, 85 და 87 წლის მამაკაცები და 82 წლის ქალი.

აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში ამ ეტაპზე 214 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 46 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 49 881 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 41 066 პირი, გარდაიცვალა 628 ადამიანი.
Print