ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 914 დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდკლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი ზუგდიდის, ხოლო 71 წლის ქალი მარტვილის მკვიდრია. 

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 400-მდე ადამიანი კოვიდმიმღებ დაწესებულებებში მკურნალობს, ხოლო საკარანტინე სივრცეში 42 ინფიცირებული მოქალაქე რჩება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID 19-ით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 1 017-ს შეადგენს.
Print