ახალი ამბები
779 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 223 ადამიანი. სამეგრელო-ზემო სვანეთში COVID-19 კიდევ 779 პირს დაუდასტურდა.

დაავადებას საქართველოში კიდევ 48 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 15 981 ადამიანი გარდაიცვალა.

მიმდინარე  აქტიური 130 229 შემთხვევიდან 5 252 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.
Print