ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 200-მდე ადამიანი დაინფიცირდა, 1 გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 348 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 194-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 172 ადამიანი მკურნალობს, აქედან 44 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტი, 67 წლის ქალი გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  51 478 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 44 323, ხოლო გარდაიცვალა 646 ადამიანი.
Print