ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 327 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 835 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 840 პირი, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 2 146 დაფიქსირდა, აჭარა - 245, იმერეთი - 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი - 227, გურია - 243, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327, კახეთი - 442, მცხეთა-მთიანეთი - 82, სამცხე-ჯავახეთი - 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 95 522, საიდანაც 4 640 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 603 007.

Print