ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 135 შემთხვევა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 266 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 135-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 126 ადამიანი მკურნალობს, აქედან 34 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტი, 89 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  52 036 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 45 687, ხოლო გარდაიცვალა 652 ადამიანი.
Print