ახალი ამბები
სამეგრელოში კოვიდინფიცირების 166 ახალი შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 970 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 7 294 პირი. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 166 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 37 211 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
Print