ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში 112 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფექცია კიდევ 112 პირს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 536 საიდანაც, 1 695 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 პირი ემსხვერპლა.
Print