ახალი ამბები
სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის 79 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევა, მათგან 79 - სამეგრელო - ზემო სვანეთში.
ბოლო 24 საათში საქართველოში 3 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 503 პირი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,19%, ბოლო 14 დღის – 16,14%, ბოლო შვიდი დღის – 13,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 634 686 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 584 440 გამოჯანმრთელდა, 16 530 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 832 291 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.


Print