ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევაა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 160 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 52-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 65 ადამიანი მკურნალობს, აქედან 16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 004 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 48 163, ხოლო გარდაიცვალა 669 ადამიანი.
Print