ახალი ამბები
ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა
დღეიდან, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმებულია. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ამის შესახებ გასულ კვირაში განაცხადა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეს, პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე ნარჩუნდება.

გარდა ამისა, ღიბრაძის თქმით, ის საჯარო სამსახურები, რომლებშიც კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა, საქმიანობის ძველ რეჟიმს დაბრუნდება.

ასევე უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.

Print