ახალი ამბები
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსის მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღის განმავლობაში სულ 106 ადამიანი გამოიკვლიეს. 

გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

ამ ეტაპზე აფხაზეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 20 პაციენტი რჩება, მძიმეა 5 მათგანის მდგომარეობა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 53 574 შემთხვევა აღრიცხა. გამოჯანმრთელდა 51 850, ხოლო გარდაიცვალა 682 პირი.
Print