ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მხოლოდ 20 პაციენტი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იკლო, ხოლო კლინიკებში მინიმალური რაოდენობის პაციენტი მკურნალობს. ინფორმაცია "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე რეგიონში დაავადების 183 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო იზოლაციაში 105 ადამიანი იმყოფება.

5 პაციენტი რჩება რუხის კლინიკაში, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. სენაკის "ლაზიკა მედში" მკურნალობის კურსს 15 პირი აგრძელებს.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 40.6%.

11 აპრილის ტესტირების შედეგებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა.
Print