ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღის მონაცემებით ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა, აქედან 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში. გამოჯანმრთელდა 357 პირი.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 16 793 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების 1 986 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
Print