ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდინფიცირების 4 შემთხვევაა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19 მხოლოდ 4 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 104 პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით  გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 

ამ ეტაპზე აღრიცხულია ინფიცირების 1 441 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც 333 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
Print