ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 2 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 6 პაციენტი გადის. 

პანდემიის დაწყებიდან სოხუმმა კოვიდის 53 626 შემთხვევა აღრიცხა. გარდაცვლილთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.
Print