ახალი ამბები
სოხუმმა ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაადასტურა
10 - დან 16 მაისის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 5 პაციენტი გადის.

პანდემიის დაწყებიდან სოხუმმა კოვიდის 53 631 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 683 ადამიანი.





Print