ახალი ამბები
ბოლო ერთი კვირაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 514 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 7 დღეში ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით, მათ შორის 93 577 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 952 PCR ტესტით.






Print