ახალი ამბები
7 დღეში კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთში 1094 პირი დაინფიცირდა
ბოლო სტატისტიკის თანახმად, 7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 12 338 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 094 სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებია. გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში Covid 19-ისგან განიკურნა 12 766 პირი.

ქვეყნის მასშტაბით 74 398 ტესტი ჩატარდა.
Print